საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი დაარსდა 2010 წელს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით. სკოლის მიზანია თითოეული მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ესთეტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე განათლების მიცემა. სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლება მოსწავლეების სულიერ განვითარებას უწყობს ხელს. გაკვეთილები ლოცვით იწყება და მთავრდება.
სკოლაში მუშაობენ გამოცდილი მასწავლებლები. ისინი აქტიურად არიან ჩართული თანამედროვე მეთოდოლოგიით სწავლების პროცესში, გადიან ტრენინგებს, ეცნობიან სიახლეებს. წელს პედაგოგების ნაწილმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები, ნაწილი კი აქტიურად ემზადება გამოცდებისთვის.
გაძლიერებული უცხო ენის სწავლება სკოლის კიდევ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებსა და ოლიმპიადებში. სავალდებულო ინგლისურთან ერთად ისწავლება რუსული ენა.
სკოლა-პანსიონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელოვნებო მიმართულებას. მოზარდები სწავლობენ გობელინს, ხატვას, ხელოვნების ისტორიას. ფუნქციონირებს გალობის, მუსიკის, ცეკვის სტუდიები. პერიოდულად ხორციელდება შემოქმედებითი თუ შემეცნებითი პროექტები. სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ეწყობა სპორტული შეჯიბრებები.
სკოლა განთავსებულია 4 სართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მეთოდებით სწავლებისათვის საჭირო ყველა რესურსით: არის საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, უზრუნველყოფილია ინტერნეტით პროექტორით, მდიდარი ბიბლიოთეკით. სკოლაში არის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სპორტდარბაზი, სასადილო, სააქტო დარბაზი.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ვიდეო კამერებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.
სასწავლებელს ჰყავს კვალიფიციური ექიმი.
სკოლას ემსახურება 2 მიკროავტობუსი.
საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი