XIX საუკუნის გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო, საზოგადო და თეატრალური მოღვაწე, ლიტერატორი, პუბლიცისტი, დაიბადა 1814 წელს გორის რაიონის სოფელ მერეში. 1830 წელს დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. იმავე წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1832 წელს ცარიზმის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის სხვებთან ერთად გადაასახლეს ქალაქ ვოლგოგდაში. 1837 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოლომონ დოდაშვილის შემდეგ, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, მას მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში.
წმიდა დიმიტრი ყიფიანის გამონათქვამები
მშობლიური ენა ყოველი ხალხის წმიდათაწმიდაა და მის ხელყოფას, გარდა შეურაცხადობისა, შეუძლებელია რაიმე გამართლება მოეძებნოს.
(წმ. დიმიტრი ყიფიანი)
გაჭირვებულისათვის ხელის არ მომართვა სინდისის საწინააღმდეგო საქმეა.
(წმ. დიმიტრი ყიფიანი)
რაც განგებას შენთვის გზა დაუწესებია. თქმა არ გაბედო დავიღალე. ვეღარ ვივლიო, თორემ თუ ერთი შეჩერდი, დატბორდები და ტბორეს ხომ იცი ხავსი და შმორი ედება!!
(წმ. დიმიტრი ყიფიანი)
სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზე აღავლენს და ღირს ჰყოფს დაუსაბამოსთან მიახლოვებისა.
(წმ. დიმიტრი ყიფიანი
რაც შინ სასიქადულო გვეგულებოდეს, ან დედ-მამისგანვე ნაღვაწი და შემუშავებული, რა კაცობა იქნება და რა ერისშვილობა, რომ ჩვენ ავითვალწუნოთ...
(წმ. დიმიტრი ყიფიანი)
სწავლა ნათელია და გვიჩვენებს კაცის დიდ დანიშნულებასა.
წმ. დიმიტრი ყიფიანი
საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი