საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა

0 368 24 04 31

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა


ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაში, ძირითად სასწავლო პროცესთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს არაფორმალურ განათლებას. მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესებისა თუ საჭიროებების გათვალისწინებით, სკოლა ბავშვებს სთავაზობს მრავალფეროვან კლუბებსა და უფასო წრეებს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თითოეული მოზარდის პიროვნულ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით განვითარებას და დავეხმაროთ მათ საკუთარი ინტერესებისა თუ ფარული ნიჭის აღმოჩენაში.

ამჟამად სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს: სამოქალაქო განათლების კლუბი, ინტელექტუალური კლუბი, STEAM კლუბი, ხატწერის წრე, გალობისა/ხალხური სიმღერის წრე, და ხალხური რეწვის წრე (გობელენი, თექა). ეს სივრცეები მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთდროულად ეზიარონ ქრისტიანულ ხელოვნებასა და ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას, დაეუფლონ ძველ ქართულ ტრადიციულ რეწვასა და მრავალხმიანობას, ამავდროულად აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები. კლუბური მუშაობა ბავშვებში ანვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, სამოქალაქო ცნობიერებას, გუნდურ მუშაობასა და ლიდერულ თვისებებს, რაც მყარ საფუძველს უქმნის თითოეული მოზარდის წარმატებულ და მრავალმხრივ განვითარებულ მომავალს.